სამართალი
კოალიციამ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ ზუგდიდის მოსახლეობას მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

zugdidiსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. 2014 წლის 2 ივნისს კოალიციამ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ ზუგდიდის მოსახლეობას მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრა ღია ცის ქვეშ, დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა. ფოთის მერად კოალიციის მხრიდან  დასახელებულია დავით ქანთარია, ზუგდიდის მერად კი - რუსუდან პაჭკორია.

ზუგდიდის გამგებლობისათვის გოგიტა ბიგვავა იბრძოლებს, მარტვილში გამგებლობის კანდიდატად კოალიციის მხრიდან წარდგენილია დავით ინჯია, სენაკში - გოჩა ბოკუჩავა, ხობში - კახაბერ პაჭკორია, წალენჯიხაში - გიორგი ვეკუა, ხოლო აბაშაში - რევაზ ხაბეიშვილი.

„მადლობელი ვარ, რომ ამდენი ხალხი შეიკრიბა ამ ისტორიული სასახლის ეზოში და ფეხი არ მოუცვლიათ შეხვედრის დასრულებამდე. ამ ადამიანებმა კარგად იციან,რომ ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ სამეგრელო ჩიხი აღარ იყოს და დევნილები დაბრუნდნენ თავიანთ კუთხეში, არის ის, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს კოალიციას და სამივე ბიულეტენში შემოხაზონ ნომერი 3“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.