პოლიტიკა
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. მინისტერიალის მთავარი თემები რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე კოლექტიური თავდაცვის ზომების გადახედვა და უელსში დაგეგმილი სამიტისთვის მზადებაა.
დღეს ალიანსის შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი გახსნის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.