აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი: “მინდა მოვუწოდო პროკურატურას, დროულად გამოიძიოს ეს შემთხვევები, რადგან ეს არ არის, უბრალოდ, შესაძლო სამართალდარღვევები!”

aqtual-1-mindaსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრისას საარჩევნო გარემო განიხილეს და პრეზიდენტს წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პირობა მივეცი, რომ ყოველთვის ყურადღებით მოვისმენ მათ მოსაზრებებსა და შენიშვნებს. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ვისაუბრეთ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დარღვევების სირთულე და მასობრიობა არ შეინიშნება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურას საარჩევნო კანდიდატთა მოხსნის ფაქტების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად. „ბოლო დროს კანდიდატურების მოხსნის რამდენიმე შემთხვევა იყო. ამიტომ, მინდა მოვუწოდო პროკურატურას, დროულად გამოიძიოს ეს შემთხვევები, რადგან ეს არ არის უბრალოდ, შესაძლო სამართალდარღვევები. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისთვის მდგრადობისა და სუვერენობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საარჩევნო პროცესში დასმული კითხვები“- განაცხადა პრეზიდენტმა. მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღუთქვა, რომ საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრები თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.