სამართალი
გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილო კოვალი: „უკრაინა და უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ მადლობას უხდის ქართველ ერს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მიმართ იჩენენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში!“

Samartali-3-alasaniaსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ნატოს შტაბბინაში ირაკლი ალასანიამ უკრაინის თავდაცვის მონოსტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილო კოვალთან შეხვედრა  გამართა.

„მინდა ვუსურვო დიდი წარმატებები ჩვენს უკრაინელ კოლეგას იმ ძალიან რთულ საქმეში, რომელსაც მან მოკიდა ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ძალიან ინტენსიური, მყარი იქნება,  ისეთი, როგორიც ეკადრება უკრაინელ და ქართველ ხალხს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ  უკრაინა საქართველოს ყოველთვის  უჭერდა მხარს და მათ ეცოდინებათ, რომ საქართველო ყოველთვის მათ გვერდით იქნება“, - აღნიშნა ალასანიამ.

„უკრაინა და უკრაინის შეიარაღებული ძალები დიდ მადლობას უხდის ქართველ ერს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც  ჩვენ მიმართ იჩენენ იმ საკმაოდ რთულ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფება უკრაინის შეიარაღებული ძალები. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო მეტად გაღრმავდება და  ჩვენი ქვეყნების წარმატებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.