საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის პარლამენტის დეპუტატი მრისხანე სიტყვით გამოვიდა ანგელა მერკელის მთავრობის მცდარი და დანაშაულებრივი უკრაინული პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ევროპული ოპოზიცია მხარს არ უჭერს რუსეთის იზოლაციას, უფრთხის აშშ-ს და გმობს კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ოლიგარქ პოროშენკოთი სათავეში (ვიდეო იხ. აქ).
ბუნდესტაგის დეპუტატმა მიმართა ყველა გერმანელ პოლიტიკოსს.
„უკრაინაში ევცროპამ უკვე განიცადა მარცხი. ქვეყანა სამოქალაქო ომის სისხლიან მორევში იხრჩობა“, -ასე დაიწყო თავისი გამოსვლა პოლიტიკოსმა.
„როგორ საამურად ჟღერდა ლამაზი დაპირებები, რომლებიც თქვენ, ქალბატონო მერკელ, უკრაინას რამდენიმე თვის წინ მიეცით. დღეს კი მხარს უჭერთ მთავრობას, რომლის 4 მინისტრი ნაციონალისტურ პარტიას მიეკუთვნება. ეს პარტია კი ებრაელებისა და რუსების წინააღმდეგ გამოდის. თქვენ მხარს უჭერთ მთავრობას, რომელმაც გააღვივა ეს კონფლიქტი და ომს აწარმოებს თავისი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ მხარს უჭერთ პრეზიდენტს, რომელმაც საარჩევნო კამპანია ნაქურდალი ფულებით წარმართა. ოლიგარქს, რომელიც არაფრით სჯობია იანუკოვიჩს.
ამის გამო რომ არ შეგრცხვეთ, საზოგადოებას ატყუებთ იმის თაობაზე, რაც სინამდვილეშ ხდება უკრაინაში. ჩქმალავთ, რომ მდიდარი უკრაინელი ოლიგარქები, თალიბების მეთაურთა მსგავსად, ქმნიან კერძო არმიებს და ქვეყანას ძარცვავენ. მალავთ, რომ მემარჯვენე სექტორის მებრძოლთა შეიარაღებული ჯგუფები დღემდე მაიდანზე არიან და რომ ხელისუფლებამ ნაცისტური დაჯგუფებების ნაცვლად კომუნისტური პარტია აკრძალა.
400 მშვიდობიანი მცხოვრების მკვლელობა ოდესაში, რომლებიც ცოცხლად დაწვეს, რუსული პროპაგანდა კი არა, მწარე რეალობაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თქვენ მიერ დახატული ევროპული უკრიანის სურათთან. თქვენ, ქალბატონო მერკელ, უკრაინელ ხალხს უღალატეთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ ოლიგარქების ხელისუფლებისა და კორუფციის წინააღმდეგ გამოდიოდა“, - განაცხადა დეპუტატმა.