თუ დღეს, 16 ივნისს, 10:00 სთ–ზე უკრაინა ვალს არ გადაუხდის რუსეთს, მაშინ უგაზოდ დარჩება
საქართველოს, 16 ივნისი,
საქინფორმი. გუშინ დაწყებული მოლაპარაკებები გაზის თაობაზე კიევში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისარი
გიუნტერ ეტტინგერი, „გაზპრომის“ გამგეობის თავჯდომარე
ალექსეი მილერი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი
არსენი იაცენიუკი, დასრულდა ღამის 2 საათზე. საკითხი „ნავთობგაზის“ საფასურის წინასწარ გადახდა კვლავ ძალაში დარჩა.
„რუსული მხარე ელოდება $1,951მლრდ დავალიaნების დაფარვას უკრაინის მხრიდან 16 ივნისის 10:00 სთ–მდე. თუ ამ ვადებში უკრაინა დავალიანებას არ გადაიხდის, მაშინ, როგორც ადრე იყო გაცხადებული, უკრაინა წინასწარგადახდის რეჟიმში დარჩება“, – განაცხადა „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა.