საზოგადოება
სერჟ სარგსიანი: “თუ საქართველო და სომხეთი ძლიერია ცალ-ცალკე, ერთად ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი გარანტია სტაბილურობისთვის”

SerJ-sazogad-1საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს მედიისთვის.

ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ვაცნობიერებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის პრიორიტეტებს.მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს სტაბილურობა მთელრეგიონში და ამ თვალსაზრისით საქართველოს ძალისხმევას მხოლოდ მივესალმებით.

უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა - ვაჭრობა, კომერციული ურთიერთობა, რომელმაც უკვე მოიპოვა კონკრეტული შედეგები და შეიძინა კონკრეტული განზომილება ისეთ სფეროებში,როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები და ბევრი სხვა.

...27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, გააფორმებს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და გახდება ამ სივრცის განუყოფელი ნაწილი. ღრმად მწამს, რომ გაჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათ შორის, ჩვენი მეწარმეებისათვის და გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებს შორის. მეორეს მხრივ, სომხეთის წევრობა ევრაზიის საბაჟო კავშირში, გარკვეულწილად, პერსპექტივა იქნება იმ ქართველი მეწარმეებისათვის, რომელთაც სურთ ინვესტიციების ჩადება სომხეთში და მათთვის, ვისაც სურს ახალი ბაზარი მოიპოვოს,მათ შორის, რუსეთის ფედერაციასა და მთლიანად რეგიონში“, - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.