საზოგადოება
სომხეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

dinner-saz-3-mtსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელზეც ლიდერებმა სადღეგრძელოები წარმოთქვეს. მათ ყურადღება ორი ქვეყნის მეგობრობაზე გაამახვილეს.

ოფიციალურ ვახშამს სომხეთის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, კულტურისა და  დიასპორის მინისტრები, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

dinner-saz-3-qvem