აქტუალური
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალქალაქსა და მარტვილში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"18 ივნისს, №40-ე ახალქალაქის და №65-ე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების მიმდინარეობისას, რომლებზეც საჩივრები განიხილებოდა, შეიჭრნენ საარჩევნო სუბიექტის - "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენლები, ხელი შეუშალეს კომისიის საქმიანობას და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კომისიის წევრებს. ორივე შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით აუცილებელი გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.