საზოგადოება
რესპუბლიკელის ქალი თინაუ: “განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი დელეგაციაში, ხელისმომკიდედ უნდა წავიდეს?!“

Tina-saz-1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში არ მიყავთ - გადაწყდა, რომ გიორგი მარგველაშვილი ქართული დელეგაციის წევრი არ იქნება და 27 ივნისს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცედურას არ დაესწრება.

ამ ფაქტს საქართველოს დე-ფაქტო „ხაზეიკა“, რესპუბლიკელი თინა, როგორც ყოველთვის, ორიგინალურად ეხმაურება:

ვინც ამ თემაზე საერთოდ კითხვების დასმა დაიწყო ,პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკატორია - იმიტომ, რომ თამაშობს ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალური საკითხებით!

განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს ხელმომწერს, ეს არის ქვეყნის პრემიერი და როდესაც პრემიერია დელეგაციის ხელმძღვანელი, იქ პრეზიდენტები არ მიდიან, როგორც დელეგაციის რიგითი წევრები.

თუ არ არის დელეგაციის ხელმძღვანელი და ხელს არ აწერს ხელშეკრულებას, რატომ უნდა იყოს დელეგაციაში, ხელისმომკიდედ უნდა წავიდეს თუ რა როლი უნდა დაეკისროს?!” - განაცხადა ხიდაშელმა.