საზოგადოება
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მტკიცებულებები აღმოჩნდა იმდენად მყარი, რომ სასამართლოს მხრიდან მათში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელი იქნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით N40 ახალქალაქის საოლქო კომისიის N1 უბნის შედეგები გამოცხადდა ბათილად

Dokazatelstva-saz-2საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნულ უბანზე გადაღებულია ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს როგორ აყალბებენ კომისიის წევრები ამომრჩეველთა ხელმოწერებს დაულუქავ სამაგიდო სიებაში. დამკვირვებლის პროტესტის მიუხედავად ისინი აგრძელებენ გაყალბებას.

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მტკიცებულებები აღმოჩნდა იმდენად მყარი, რომ სასამართლოს მხრიდან მათში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელი იქნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით N40 ახალქალაქის საოლქო კომისიის N1 უბნის შედეგები გამოცხადდა ბათილად.

ქალაქ ახალქალაქის მაჟორიტარულ არჩევნებში (რომლის შემადგენლობაშიც შედის N1 უბანი) სულ მონაწილეობა 2191-მა ამომრჩეველმა მიიღო. ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“  კანდიდატი, ოფიციალური მონაცემებით, დამარცხდა 386 ხმით. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბათილად გამოცხადდა 525 ამომრჩევლის ხმა, რაც ნიშნავს, რომ ხსენებულ უბანზე განმეორებითი არჩევნების ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარული არჩევნების საბოლოო შედეგისთვის.