საზოგადოება
საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიას ქართული დელეგაცია დაესწრო

junior-eurovision2010 წლის საბავშვო ევროფესტივალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი მარიამ კახელიშვილი და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორგანიზატორებმა რიგით მერვე საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებსა და დელეგაციებს მინსკის სპორტის სასახლეში უმასპინძლეს. საღამოზე გასული წლების საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები გაიხსენეს. ცერემონიაში 2008 წლის საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ჯგუფი "ბზიკები" მონაწილეობდა. დარბაზიდან მათ მარიამ კახელიშვილი ამხნევებდა.
მარიამ კახელიშვილმა მინსკის არენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა. ვოკალური მონაცემებითა და სასცენო ქორეოგრაფიით მარიამმა და მისმა გუნდმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. ქართველი კონკურსანტი სიმღერას "მარი-დარი" 20 ნოემბერს მე-13 ნომრით შეასრულებს. კონცერტს ჯგუფი "ბზიკები" გახსნის.