აქტუალური
საზღვაო სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსი ბადრი პოტენაძე და მისი მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ვერა ქობალიას განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტში დარღვევები ჯერ კიდევ სამი წლის წინათ აღმოაჩინა და დეპარტამენტს რეკომენდაციებიც მისცა.
გაირკვა რომ, დარღვევის შესახებ ინფორმაცია საზღვაო სატრანსპორტო დეპარტამენტმა თავის დროზე სამინისტროს არ შეატყობინა.