საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე : „ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება“

1-abaSiZe-saz-2საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ მივედით იმ დღემდე, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. "როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელს ისე მოვაწერთ, რომ რუსეთიდან სერიოზული ხელისშემშლელი წინააღმდეგობა არ შეგვხდება, ეს საქართველოში ბევრს არ ეჯერა, ოპონენტებსაც და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენ მივედით იმ დღემდე როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერთ ხელს და რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზული წარმატებაა.

მე შევხვდები ჩემს კოლეგას ივლისის პირველ ნახევარში პრაღაში, მანამდე გაიმართება ექსპერტთა შეხვედრა სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე და იქ ჩვენ გავიგებთ თუ რას ფიქრობს რუსეთი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მომავალზე. ამჯერად არ ვარ იმის მომხრე, ზედმეტი დრამატიზირება მოვახდინოთ და კატასტროფული სცენარების მოლოდინში ვიყოთ", - განაცხადა  ზურაბ აბაშიძემ.