საზოგადოება
„საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: რა ვითარებაში ყალიბდება ადამიანში სისასტიკე?“ - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებას და სხვა მოვლენებს დღეს სიმარტოვეში დარჩენილი საქართველოს პრეზიდენტი ფილოსოფიურად უყურებს...

1obS-saz-1-an-2საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. „დღეს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე აღინიშნება.
დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, ვინც ეს უსასტიკესი და ბარბაროსული დანაშაული საკუთარ თავზე გამოსცადა. ამავე დროს, საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: რა ვითარებაში ყალიბდება ადამიანში სისასტიკე? როგორ აღმოვფხვრათ საბოლოოდ პირობები, რომლებიც ასევე გარემოებათა მსხვერპლს, ადამიანთა შორის სულიერად ყველაზე უსუსურს - მოძალადეს წარმოშობს? ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა - გარდავქმნათ ჩვენი თანაცხოვრება ისე, რომ არავის გაუჩნდეს მსგავსი მისწრაფებები.
უმთავრესი, რამაც შეიძლება სამუდამოდ ისტორიად აქციოს წამების პრაქტიკა, არის თითოეული ჩვენგანის ნება და ფხიზელი პოზიცია, მაღალი სამოქალაქო ღირსება, რომელიც ადამიანის თავისუფლებას ხელშეუხებელ და უზენაეს ფასეულობად აღიარებს“, - წერს სიმარტოვეში მიტოვებული ევროკავშირთან ასოცირების სელშეკრულების ხელისმოწერის დღეს საქართველოს ფილოსოფოსი პრეზიდენტი თავის გვერდზე Facebook-ში...