სამართალი
ახალი დეტალები იარაღის კორუფციული ბიზნესის სქემიდან

iaraghiამერიკულმა გამოცემამ "მეინ ჯასთის", რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს, გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კორუფციის გამოძიება იარაღის ბიზნესის შესახებ საქართველოსკენ მიუთითებს". სტატიიდან ამ კორუფციული სქემის გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა გაააფართოვა გამოძიება კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის იარაღის მიყიდვას უკავშირდება. საუბარია იანვარში დაკავებულ 22 ეჭვმიტანილზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ იარაღის ბიზნესში. სტატიის ავტორი ქრისტოფერ მეთიუ აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოს მთავრობა საბრძოლო მასალების ძიებაში იყო.
რაც შეეხება უშუალოდ ამუნიცის შესყიდვას, გამძიებამ ამ ადამიანის გვარიც დაადგინა. ეს არის ბრალდებული მარკ მორალესი. მათი თანამზრახველია ფლორიდაში მცხოვრები საულ მიშკინიც. მიშკინი საქართველოს მთავრობაზე თავის ბიზნეს-პარტნიორის, ისრაელში მცხოვრები მოქალაქის შაბთაი ბატაშვილის საშუალებით გავიდა. სტატიაში წერია, რომ, თავის მხრივ, ბატაშვილს კავშირი ჰქონდა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრთან საქართველოში, დავით კეზერაშვილთან.
დავით კეზერაშვილის შესახებ წერს "მეინ-ჯასტისის" კიდევ ერთი ავტორი სტივ ლევინიც. სტატის სათაურია: "სააკაშვილის პროტეჟე საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმაში დაეხმარა".
რაც შეეხება კორუფციულ სქემას, რომლის გამოც 22 ადამიანია დაკავებული, სტატიის ავტორს კეზერაშვილის პირადმა თანაშემწემ ნინო ჯიბლაძემ განუცხადა, რომ კეზერაშვილი ამ საქმის დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებს. მისი თქმით, კეზერაშვილი ამჟამად ნავთობისა და გაზის ვაჭრობით არის დაკავებული.