საზოგადოება
ცეცხლი, ძირითადად, ფოთლებსა და ნაყარ ხეებს უკიდია, - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი ძალებით ხანძრის ჩაქრობას თუ ვერ მოახერხებენ, ავიაციის გამოძახება გახდება საჭირო.
„ხანძრის ლოკალიზებას ამჟამად მოსახლეობასთან ერთად ვცდილობთ. ადგილზე სახანძრო ბრიგადების მისვლა ვერ ხერხდება, რადგან მთა იალაღებს მიეკუთვნება და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას ართულებს“, - განაცხადა გამგებელმა.