სამართალი
მარგველაშვილი: „მე თქვენთან ერთად ვიქნები! მომავალი გამარჯვებებისკენ!“ - საქართველოს პრეზიდენტს „სპეციალურად“ შეეშალა, რითაც მიანიშნა, რომ არ გადადგება ივანიშვილის ჯიბრზე

1-an-sam-1-margvelსაქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს  პრეზიდენტმა ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების ხელმოწერა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქართველ ხალხთან ერთად იზეიმა. 27 ივნისის საღამოს გიორგი მარგველაშვილმა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა  და მათ საქართველოს ევროპასთან დაახლოება მიულოცა.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარლამენტს, რომ იშრომა ამისთვის; მინდა მადლობა ვუთხრა მთავრობას, რომ იბრძოლა ამ მიღწევისთვის. მათი მუშაობა ამ გზაზე ნამდვილად დასაფასებელია და უნდა დავუფასოთ კიდეც. ყველაზე დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ყოველივე ამას მიაღწია. ქართველ ხალხთან ერთად კი მადლობას ვუხდი ჩვენს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას, რადგან ამ გზაზე მან ძალიან სწორი მიმართულება მოგვცა.

კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ - ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ! მე თქვენთან ერთად ვიქნები! მომავალი გამარჯვებებისკენ!“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

საქინფორმი: რატომ გაუსვა ხაზი ქვეყნის პრეზიდენტმა ტრიბუნიდან საჯაროდ, რომ ის რჩება თავის ხალხთან მომავალ გამარჯვებებამდე ?! შესაძლოა კი სხვაგვარად, თუ არ წარმოიქმნა „შტატგარეშე სიტუაცია“, ისეთი, როგორიცაა დღევანდელ საქართველოში ?! ისიც კი, ვისაც წარმოდგენაც კი არა აქვს ფრეიდის თეორიაზე, მაგრამ იცის საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარე კოლიზიებზე, მიხვდებოდა, რომ გიორგი მარგველაშვილს შემთხვევით არაფერი წამოსცდენია და ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უკმაყოფილების მიუხედავად, იგი არ გადადგება და დარჩება ხელისუფლებაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.