სამართალი
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ წარმომადგენლები ვენეციის კომისიის წევრს, ვენეციის კომისიის სამდივნოს იურისტს და ექსპერტებს შეხვდნენ

1-Venic-samart-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომლის განხორციელებაც იგეგმება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონსა“ და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში.
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სტუმრებს ორგანიზაციის მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს.