აქტუალური
საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 2582 წვევამდელი, რითაც მთლიანად დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის (782), თავდაცვის (600) და შინაგან საქმეთა სამინისტროების (1200) მოთხოვნები.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევას კოორდინირებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევდა.
ამ დროისათვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა უკვე დასრულებულია. წვევამდელების გაწვევა განხორციელდება იმ ტერიტორიულ ერთეულებშიც, რომელიც ახალი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეიქმნა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება.