სამართალი
პროკურატურა გიგი უგულავასთვის 50000 ლარი გირაოს, პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევას მოითხოვს

1-ugul-sam3საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. პროკურატურამ სასამართლოს გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50000 ლარი გირაოს, პასპორტისა და პირადობის ჩამორთმევის შუამდგომლობით მიმართა. საგამოძიებო ორგანომ შუამდგომლობა სასამართლოში გუშინ წარადგინა და საქმეზე მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დოკუმანეტი გაასაჯაროვა. მანამდე საქმის გამომძიებელმა ტელეკომპანის „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი ქვეყნიდან წასვლას და მიმალვას აპირებდა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიგი უგულავას ახალი ბრალი საგამოძიებო ორგანომ „სითი პარკის“ თემაზე 30 ივნისს წარუდგინა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს “სი თი პარკსა” და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

“თბილისის მერმა – გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე, შპს ,,სი-თი პარკისთვის” დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 1 086 718 ლარი “, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
უგულავას  ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ვალდებული არ იყო, ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებისა და სასამართლოსთვის მიეწოდებინა“, რადგან მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.