სამართალი
საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება - ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება
1-badaSvili-samart-2საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო კონფერენციას ბულგარეთის, ალბანეთის, ხორვატიის, დანიის, ლიხტენშტეინის, მოლდოვას, მონაკოსა და თურქეთის გენერალური პროკურორები, ასევე ბოსნია -ჰერცოგოვინას იუსტიციის მინისტრი, ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ესწრებიან.  კონფერენციაზე  განიხილება  შემდეგი  საკითხები:  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოებრივი გამოცდილება.“
აღნიშნული კონფერენცია  საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის“, „ევროპის საბჭოს“ და სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ ორგანიზებით ტარდება, რომელსაც ასევე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ესწრება.