საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ნატო-სთან ყველა, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით!“

1-saqnato-saz2საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში სორინ დუკარუს შეხვდა მხარეებმასაქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს და ნატოში ინტეგრაიის პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნატოს პროგრამებში მონაწილეობისთვის. „ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა მომავალი სამიტის დღის წესრიგზე და მადლობა გადამეხადა ნატოს მოკავშირეთა სახელით საქართველოს წვლილისთვის ავღანეთის ოპერაციებში, ასევე იმ განცხადებისთვის, რომ თქვენი ქვეყანა IშAF-ის მისიის დასრულების შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას ნატოს პროექტებში, ხოლო 2015 წლიდან - ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მიღწევები, რომელიც აისახა კიდეც ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში და ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით“, - განაცხადა სორინ დუკარუმ.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოებასა და რეგიონის ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრევრებას გეგმავს, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.

შეხვედრისას მხარეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. სორინ დუკარუმ დადებითად შეაფასა ჩვენი ქვეყნის მიერ ამ თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები.

სორინ დუკარუმ საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა.