სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
საქართველო, 4 ივლისი,
საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ბერლინში გაემგზავრა.
პატრიარქის პრეს-მდივნის, მიხეილ ბოტკოველის განცხადებით „უნეტარესს მკურნალობა გულზე და ხერხემალზე ესაჭიროება“. მისივე სიტყვებით - ის თუ რამდენ ხანს დარჩება პატრიარქი გერმანიაში დადგინება სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ. შევახსენებთ საქინფორმის მკითხველებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2013 წელს უკვე გადიოდა რეაბილიტაციას ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში.