საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე პატიმრობა შეუფარდა

1-seduction-saz1საქართველო. 7 ივლისი, საქინფორმი. ბაჩანა ახალაიას  ბრალდება წარდგენილი აქვს წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. დანაშაული გათვალისწინებული  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15-წლამდე ვადით.