საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

1-romantic-saz2-main

საქართველო. 7 ივლისი, საქინფორმი. გიორგი უგულავას  ბრალდება წარდგენილი აქვს შემდეგ ეპიზოდებში: მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 05 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. ასევე გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1-kocna-saz2-qvem