სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: "არც ერთი მოქალაქე არ დგას კანონზე მაღლა და არ იდგება. ქართული დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას”

1-garibashvili-sam1საქართველო. 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებაც და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. აგრეთვე  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და სამართალდამცავებს უკანონო ქმედებების დროულად აღკვეთისკენ მოუწოდა. "ჩვენ ვიხილეთ მართლმსაჯულების ზეიმი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი. ჩვენ გვახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლება როგორ ექცეოდა მოსამართლეებს და როგორ იქცეოდნენ პროკურორები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.