სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოაცხადა. 12 ივლისი იქნება ის დღე, როდესაც პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება!“

1-ministren-sam2საქართველო. 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართვა:
„12 ივლისს ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეუქცევადია. მოგიწოდებთ ყველას, იაქტიუროთ, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და მიიღოთ მონაწილოება არჩევნების მეორე ტურში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ კიდევ ერთხელ გამოხატოთ თქვენი ნება და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი.
იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა იქნება დაცული და თავისუფალი არჩევანი - გარანტირებული. ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ არჩევნები უჩვენოდაც ჩატარდება. დღეს არა გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ პროცესებისადმი! იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია! იცოდეთ, თქვენი ხმა იგებს და თქვენი ხმა გადამწყვეტია!
2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართება 8 თვითმმართველ ქალაქში - თბილის, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, გორში, მცხეთაში,ოზურგეთსადათელავში, და13 თვითმმართველთემში - ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლში, თელავსადახულოში. მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეთ მონაწილეობა მეორე ტურში იმისათვის, რომ  ჩვენიქვეყანა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს“.
ირაკლი ღარიბაშვილი