საზოგადოება
„ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი ადამიანი, მოქალაქე, მაღალი რანგის პროფესიონალი, გამორჩეული და ერთგული მეგობარი, კარგი ქართველი კაცი, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული და მისი უანგარო მსახური. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ გია ჩვენ გვერდით აღარ არის. ის ყოველთვის იქნება მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის მაგალითი იმისა, როგორ უნდა საქმის კეთება დიდი პროფესიონალიზმით და ამავე დროს დიდი სიყვარულით.
თანაგრძნობას ვუცხადებ და ვუსამძიმრებ გიორგი იმერლიშვილის ოჯახს, მის ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს, ვიზიარებ მათ დიდ მწუხარებასა და ტკივილს“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.