სამართალი
საქართველოში აშშ ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადება თბილისი ექს-მერის გიგი უგულავას დაპატიმრების შესახებ

1-erebiens-sam1საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. „ეს არის სერიოზული საქმე. ამერიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში პროცესებს და ჩვენი ყურადღების ცენტრში არის სამართლებრივი პროცესები. ჩვენს წუხილს ზრდის ის ფაქტი, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოა, 12 ივლისს დანიშნული არჩევნების მეორე ტურის წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაცული სამართლებრივი პროცესი და უზრუნველყოფილი სამართლებრივი პროცესის უმაღლესი სტანდარტები, რომელიც იქნება თავისუფალი რაიმე სახის პოლიტიკური გავლენისგან.
ჩვენ ამას დავაკვირდებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ჩადენისგან, ან ძალადობის პროვოცირებისგან. მოვუწოდებთ, ხელი შევუწყოთ მშვიდობიან გარემოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყოს განმტკიცებული პატივისცემა დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.