სამართალი
„იანვარ-ივნისში ქვეყანაში უკვე 2 243 362 ვიზიტი განხორციელდა“ - საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
1-blondie-sam2საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2014 წლის ივნისი 452 588 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე 
პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით ნაკლებია.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 243 362 ვიზიტი 
განხორციელდა,
რაც 2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო 

პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის 
ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 864 193 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის 
ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,7%);
ბ) ტრანზიტი - 406 915 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,1%, კლება წინა წლის 
ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%);
გ) სხვა - 972 254 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,4%, კლება წინა წლის 
ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,2%).
2014 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-9%), 
აზერბაიჯანიდან (+15,3%), სომხეთიდან (-19,3%), რუსეთიდან (-20%)
და 
უკრაინიდან (+10%)
განხორციელდა. კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: 

ლიტვა, პოლონეთი, ავსტრია, იტალია და ლატვია (შესაბამისად 89%, 54%, 20%, 
16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან კი ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ 
ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 45%
მატებით