„შეხვედრა შეეხებოდა საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების საკითხებს. ვფიქრობ, ეს არის თემები, რომლებშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ანალიტიკური წრეების ჩაბმულობა. პრეზიდენტისათვის უმნიშვნელოვანესია ის რეკომენდაციები, რომლებიც წამოვა ანალიტიკური ცენტრისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან - როგორ გავაერთიანოთ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა და ჩავაყენოთ ქვეყნის სამსახურში. მიმაჩნია, რომ თანამშრომლობის კარგი ფორმატი ჩამოყალიბდა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით გადავწყვეტთ ამ მნიშვნელოვან საკითხებს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. შეხვედრისას, მათ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე იმსჯელეს და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.