სამართალი
კრწანისის რეზიდენციასთან ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვასა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის ინციდენტი მოხდა

1-shevardnadze-sam3საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე მანანა შევარდნაძე გამოვიდა და აქციის მონაწილეებს სიჩუმისკენ მოუწოდა და სთხოვა აქცია შეეწყვიტათ. მანანა შევარდნაძის რეზიდენციაში შესვლის შემდეგ, აქციის მონაწლეებსა და ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვას შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. 
ზვიად გამსახურდიას მომხრეები ამბობენ, რომ დაცვამ ისინი დაარბია და მათ ამისთვის პასუხი უნდა აგონ.