საზოგადოება
“არჩევნების მეორე ტურით ჩვენ დავასრულებთ საბოტაჟის პოლიტიკას!” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პრეზენტაციის შემდეგ თემის კომენტირებისას განუცხადა

1-untermind-saz3საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ყველგან გაიმარჯვებენ. ჩვენ ძალიან რთული კოჰაბიტაციის პერიოდი გავიარეთ. ყველას კარგად გვახსოვს უგულავას საბოტაჟის პოლიტიკა, როდესაც თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონი აუთვისებელი დარჩა. თუ გსურთ საბოტაჟის გაგრძელება, ხმა მიეცით მელიას, ხოლო თუ განვითარება გსურთ, ხმა მიეცით ნარმანიას. წინა ხელისუფლებამ შექმნა განვითარების ილუზია, სინამდვილეში კი ეკონომიკა რეალურად არ არსებობდა, სოფლის მეურნეობა კი მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. ჩვენ ვიცით რეალობა და სწორი მიმართულებით ვავითარებთ ეკონომიკას, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც სწორედ ანაკლიის პორტის პროექტია“.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ანაკლიის პორტის მნიშვნელობა და მას ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მკაფიოდ გაწერილია კონსტიტუციაში, შესაბამისად მასზე ზედმეტი სპეკულაცია საჭირო არ არის.