აქტუალური
„ქართულმა ოცნებამ“ სრულად შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი არადემოკრატიული და უსამართლო საარჩევნო სისტემა და ხმების მოპარვის და გაყალბების მექანიზმები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. არც ხელისუფლებამ და არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყურად არ იღო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება დაფიქსირებული საეჭვო გარემოებების გამო მთელი რიგი უბნების ხელახლა გადავთლის თაობაზე.
რეალურად, ეს არჩევნები წარმოადგენს კორუფციულ ჯგუფებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას.
ეს ვითარება არ გვიქმნის არანაირ მოტივაციას მეორე ტურში რომელიმე პოლიტიკური ძალის კანდიდატის სასარგებლოდ მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია”.