სამართალი
პოლ სელვა: „ვიმსჯელეთ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ და როგორ უნდა გამოიყენოს ამერიკამ, ნატომ და ევროპამ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, თუ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეექმნება“

1-stupidsmoil-sam1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ირაკლი ალასანიამ აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის მეთაური გენერალი მიიღო. მხარეებმა საქართველოს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, აშშ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ყურადღება გამახვილდა ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში.
„ამერიკა  საქართველოს გვერდით დგას და ჩვენთან ერთად ზრუნავს, როგორ გახდეს ჩვენი რეგიონი უფრო უსაფრთხო. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე, რომელიც  საქართველოს აქვს და რომელიც სწორედ იმ ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლითაც ავღანეთსა და ნებისმიერ სხვა რეგიონში ნატოს ძალების უზრუნველყოფა ხდება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. გენერალმა პოლ სელვამ ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამომავლო მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი შეხვედრა საქართველოს რკინიგზის დირექტორთან დაგეგმილია დღეს.