სამართალი
2014 წლის 12 ივლისს თვითმართველობის არჩევნების მე-2 ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 28 საარჩევნო ოლქში სულ - 1.715 .514

1-ceskoulala-sam2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. 12 ივლისის არჩევნებისთვის სულ 1.605.000 ბიულეტენი დაიბეჭდება, მათ შორის - 1.191.450 მერის და 413.550 გამგებლის (აქედან 5.050 აზრებაიჯანულ ენაზე).
ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განცხადებით, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნების მეორე ტურებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამომრჩევლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრის ნომერზე - 2 51 00 51.