აქტუალური
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი გუბაზ სანიკიძემ ბინიდან ამოწერა, რის გამოც სუბარმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო…
1-forgotten-aqt3საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სუბარმა განუცხადა, გაუგებრობის მიზეზი "ძალიან სასაცილო და ბანალურია": "გაირკვა, რომ არსად არ ვარ მიწერილი და ხმას ვერ მივცემ. საქმე ისაა, რომ ქუჩას შეეცვალა ნომრები. ჩემი ბინა, რომელიც იყო ცინცაძის #43-ში და დღესაც ქუჩის მხრიდან მიკრული აქვს ეს ნომერი, ნასყიდობის დოკუმენტშიც #43 წერია, ახალი გადანომვრით #49 გამხდარა. ამჟამინდელ #43-ში კი გუბაზ სანიკიძე ცხოვრობს. 15 ივნისის არჩევნებზე კი გამიკვირდა, როდესაც გუბაზ სანიკიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბარათები მასთან მიიტანეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეეშალათ, რადგან ჩვენი ბინის ნომრები ერთმანეთს დაემთხვა და აღარ მიმიქცევია ყურადღება. მაშინ ჩვეულებრივად მივეცი ხმა. ამასობაში გუბაზის ოჯახმა რომ ნახა, მე მათ ბინაში ვარ ჩაწერილი შეცდომით, მიმართეს შესაბამის უწყებას, გაასწორეთო. იქიდან კი ამომწერეს, მაგრამ არც მე შემატყობინეს, არც გუბაზს და დროულად ვერ მოხერხდა, რომ ჩემს ბინაზე რეგისტრაცია გამევლო", - განაცხადა საარჩევნო უბანზე მისულმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელმაც ხმის მიცემა ვერ შეძლო, ვინაიდან საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა.