აქტუალური
საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა მიურეი მაკკალის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.
გიორგი მარგველაშვილმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ახალმა ზელანდიამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსაც.