“მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს არჩევნების წარმატებით დასრულება” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინნდელ სხდომაზე
საქართველო, 15 ივლისი,
საქინფორმი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, არჩევნების წარმატებით დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
„ვულოცავ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერებს. არჩევნებამდე ვამბობდით, რომ ყველა რაიონში მოვიგებდით და ეს ასეც არის. ყველა რაიონში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებული არჩევნების წარმატებული დაგვირგვინება იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გერმანიის ნაკრების გამარჯვება. მთავრობის მეთაური ჩემპიონატის დაწყების დღიდან გერმანიას გულშემატკივრობდა.