საზოგადოება
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ცნობილმა ამერიკელმა სოპრანომ დენის რიტერმა თბილისის კონსვერვატორიაში კონცერტი გამართა. იგი ქართველ მეგობართან ელენე აბულაძე-ბარდისთან ერთად ჩამოვიდა. ჩვენი თანამემამულე, ელენე აბულაძე-ბარდი - თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავერებულია, ამჟამად კი აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს - ინდიანას უნივერსიტეტის საოპერო სტუდიის წამყვანი პიანისტია.
ქალბატონი ელენეს აკომპანემენტით, მან ამერიკელმა სტუმარმა ისეთი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა, როგორიცაა კარლის ფლოიდი, დუგლას მური, ჯორჯ გერშვინი და სხვ. დამსწრე საზოგადოება მხურვალე ოვაციებითა და უამრავი თაიგულით გამოეხმაურა ვოკალის ოსტატის გამოსვლას.