პოლიტიკა
პარლამენტის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე ნაცუმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტისგან განცხადების მიღება მოითხოვა, რასაც გია ვოლსკისთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

1-card-pol3საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. წერეთელის მოთხოვნით, მასში მკვეთრად უნდა იყოს დაფიქსირებული პარლამენტის მოსაზრება ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით: ასე გაჩუმება უკრაინის ფაქტთან დაკავშირებით არ ღირს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაცსაერთაშორისო საზოგადოებამ განცხადებები გააკეთა. მთელმა მსოფლიომ გამოხატა პოზიცია და თუუმრავლესობას არ სურს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება, მაშინ ეს თქვენი გადასაწყვეტია", - განაცხადა გიგიმ.  უმცირესობის წევრის განცხადებას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ უპასუხა. მისი თქმით, მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების მოსაზრების მოსმენა: უკრაინას 30 ექსპერტი ჰყავს ჩამოყვანილი და მიმდინარეობს დიდი პროცესი, რომელმაც შეიძლებაისტორია შეცვალოს. ამიტომ დაველოდოთ მათ დასკვნას. ამდენი საუბარი, რომ უმრავლესობა თავსიკავებს განცხადებისგან, არასწორია და ამდენი ლანძღვაც არ არის საჭირო. აქ რუსეთზე არ არისსაუბარი. რუსულ პოლიტიკას ატარებთ და ატარებდით თქვენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის ამ გამოსვლას დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.