პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა გუშინ წარუდგინა

1-wereikitxe-pol2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. 2014 წლის 21 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში 7 საკადრო ცვლილების შესახებ განცხადება საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს, აღნიშნულისთვის კი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა უნდა მიმართოს.
კანონმდებლობით, ქვეყნის პირველ პირს ნდობის მოსაპოვებლად საკანონმდებლო ორგანოსადმი მიმართვისთვის 7 დღიანი ვადა აქვს, თუმცა არსებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობას პრეზიდენტი ხელს დღესვე მოაწერს. პრეზიდენტის წარდგინება საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, დღესვე მოხდება.
თავის მხრივ, პარლამენტი ვალდებულია აღნიშნული საკითხი, 7 დღის ვადაში განიხილოს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ პროცედურა ამ შემთხვევაშიც დაჩქარდება.