აქტუალური
საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რიყის გასხვისებისა და TV “იმედის” საქმეზე მიმდინარე პროცესზე, რომელზეც ჯოზეფ კეი ჩვენებას ნიუ-იორკიდან სკაიპით მისცა, მან დეტალურად ისაუბრა თუ როგორ ემუქრებოდა კეზერაშვილი მის ოფისში,სადაც ის ხმლით დახვდა.
"იგი დამხვდა ხმლით ხელში, როგორც ყოველთვის, და მითხრა, რომ უნდა მიმეცა "ტელეიმედი" მათთვის მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებით. ცოტა ხანში მან დარეკა ტელეფონზე, მომაწოდა ტელეფონი, მესაუბრა თავად სააკაშვილი, რომელმაც მითხრა, რომ რასაც კეზერაშვილი მეტყოდა, უნდა დამეჯერებინა. მიშამ მითხრა, რომ არაფერი შეცვლილა, ცუდად არავინ მოგეპყრობა და "ტელეიმედის" დათმობის შემდეგაც ჩვენი მეგობარი იქნებიო. კეზერაშვილმა ჩაიღიმა და მითხრა, შენ თუ ამას არ გააკეთებ, ოთახიდან არ გაგიშვებო. მითხრა ასევე, დაწყნარდი, არავინ შეგეხებაო", - განაცხადა ჯოზეფ კეიმ.