პოლიტიკა
თბილისის არჩეული მერი, დავით ნარმანია დიდი ბრიტანეთის საპარლამენტთაშორისო კავშირის დელეგაციას შეხვდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის რეფორმაზე, დედაქალაქის მოწყობასა და მის კომპეტენციებზე
1-uhti-pol2საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. სტუმრები საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით და საარჩევნო პროცესში გამოვლენილი სირთულეებით დაინტერესდნენ. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, პირველად საქართველოს ისტორიაში დედაქალაქსა და 21 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რაც არჩევნების გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ნათლად ადასტურებს“.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, სულ მალე დაიწყება თბილისის გენერალური გეგმის შემუშავება: ჩვენ ვგეგმავთ, აქტიურად განვავითაროთ კერძო-საჯარო პარტნიორობის პროგრამები, რაც კერძო ბიზნესის განვითარებას, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.