საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი, რომელიც 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ მსახურობდა, ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველო, 25 ივლისი,
საქინფორმი. 23-ე ბატალიონი ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში,
ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა.
ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
მეორე ეტაპზე სამშობლოში 23-ე ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა. ბატალიონმა ISAF-ის საერთაშორისო მისია უდანაკარგოდ შეასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდება.