პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს!“

1-dembo-pol2-mainსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო 25 ივლისს, საქართველოს პარლამენტში შეხვედრაზე, მათ უმცირესობისგან დასმულ დაუსაბუთებელ კითხვებზე მოუწიათ პასუხების გაცემა. "მე პატივს ვცემ პარლამენტს და დეპუტატებს, მაგრამ შეხვედრაზე დაუსაბუთებელ შეკითხვებზე მოგვიწია პასუხების გაცემა. უმცირესობის მხრიდან იყო მცდელობა, რომ არაკონსტრუქციულ რეჟიმში გადავსულიყავით. საზოგადოებამ დაინახა, რომ არაჯანსაღი ადამიანებით დაკომპლექტებულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. მთავრობის განახლება კი ემსახურება იმ მიზანს, რომ უფრო ეფექტურად ვემსახუროთ ხალხს", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

1-garibash-pol2-end