პოლიტიკა
ნუცა ბუზალაძე: “სცენაზე გავდიოდი და თავს ვეუბნებოდი - ნუცა, შენ ძალიან მაგრად უნდა იმღერო, მერე რა, რომ პატარა ხარ, შენ ეს გამოგივა!"

1-icecream-pol3საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. იურმალას კონკურსის, ახალი ტალღის" ქართველი გამარჯვებული, ნუცა ბუზალაძე მესამე ტურის წინ, კვირის პალიტრას" ესუბრა. არ მეგონა, თუ ასეთ ფსიქოლოგიურ წონასწორობას შევინარჩუნებდი სცენაზე",- აცხადებს ბუზალაძე და კონკურსის  ციებ -ცხელებაზე საუბრობს. ერთია, როდესაც თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან კონკურსზე ან ფესტივალზე შენი სახელით გამოდიხარ, მაგრამ ათასგზის საპასუხისმგებლოა, როცა შენს სახელთან ერთად შენს ქვეყანასაც აცხადებენ. არ მეგონა, თუ თავიდანვე ამხელა წარმატებას მივაღწევდი. მეტიც, არ მიფიქრია, რომ მესამე ტურამდე პირველ პოზიციას შევინარჩუნებდი. ძალიან კარგად ვარ განწყობილი კირკოროვის მიმართ. მერე რა, რომ ათიანებს მიწერდა! ეს არ არის ცუდი შეფასება. ამის გამო არ მინერვიულია. ქულებზე არც მიფიქრია. მე სცენაზე გავდიოდი და თავს ვეუბნებოდი: "ნუცა, შენ ძალიან მაგრად უნდა იმღერო. მერე რა, რომ პატარა ხარ, შენ ეს გამოგივა!" მგონი, გამომივიდა, რას იტყვით?"- აცხადებს ბუზალაძე ინტერვიუში.
ნუცა იურმალაში დედასთან და პროდიუსერებთან - ლელა წურწუმიასა და მამულიჩასთან ერთად იმყოფებოდა. ახალგაზრდა მომღერალი პირველივე ტურიდან საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობდა. ბოლო სიმღერამ, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილმა სპეციალურად კონკურსისითვის დაწერა,  ნუცას საბოლოო გამარჯვება მოუტანა.