უცხოეთი
საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სიგუას, რომელსაც ამ დღეებში დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებენ, მუსიკალური პროექტი KaZantip-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზეს. „ვფიქრობ ამ წინადადებაზე“, - განუცხადა სიგუამ ტელეფონით „ნოვოსტი-გრუზიას“ კორესპონდენტს ხუთაშაბათს, 31 ივლისს.
„რესპუბლიკა KaZantip-ის ყველა მოქალაქის სახელით ვთავაზობთ ბატონ სიგუას სამუშაოს ჩვენს მთავრობაში“, - განაცხადა პროექტის პრეზიდენტმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 30 ივლისს გაავრცელა ცნობა თანამდებობიდან სიგუას გადაყენების შესახებ. ამასთან, აღინიშნა, რომ სიგუას არაერთელ მიუღია სამინისტროს ხელმძღვანელობის გაფრთხილება „არამიზანშეწონილი ქცევისათვის“.
თავად სიგუა პოსტიდან თავის გადაყენებას პროექტ კაზანტიპის ორგანიზრებას უკავშირებს. „თუ არჩევანი მექნება თანამდებობასა და კაზანტიპს შორის, მე კაზანტიპს ვარჩევ“, - განაცხადა სიგუამ.