„რუსეთის სამხედრო უწყებაში ქალბატონი პსაკის გამონათქვამებს ხელახლა კითხულობენ და შეშფოთებას გამოთქვამენ მის მიერ ელემენტარული გეოგრაფიული ცოდნის არქონის გამო“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ აშულუკის პოლიგონი ასტრახანის ოლქში რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ასობით კილომეტრში მდებარეობს. „ამიტომ ამგვარი განცხადებების მომზადებისას, სანამ მსოფლიოს საზოგადოებას ააფორიაქებდე, სასარგებლო იქნებოდა ინფორმაციის მიღება არა მარტო სოცქსელებიდან, არამედ ოფიციალური წყაროებიდანაც, მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტიდან და გეოგრაფიული რუკიდან“, - დასძინა უწყების წარმომადგენელმა.
საქინფორმი: ქართველებს ისღა დარჩენიათ, იმედი იქონიონ, რომ აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს ავღანეთსა ან ერაყში არ აურევს, რადგან პსაკის გეოგრაფიის გაკვეთილები აღარ უშველის... სამაგიეროდ, საქართველოსთვის, რომელმაც თავის სტრატეგიულ პარტნიორად ნომერ პირველი ქვეყანა აირჩია, რომელსაც პსაკი წარმოადგენს, ეს სერიოზული გაკვეთილი უნდა იყოს...
![]() |